ჩვენს შესახებ
სატვირთო გადამზიდავი კომპანია SKYLOG 2015 წელს დაფუძნდა. SKYLOG – ერთ-ერთი მძლავრი, წლიდან წლამდე მზარდი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტვირთების საჰაერო გადაზიდვები. SKYLOG საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვებს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩინეთი, აშშ, ევროპა, აზიისა და არაბული ქვეყნები - კომპანია SKYLOG- მოიცავს ფართო არეალს სადაც ახორციელებს ტვირთების იმპორტ-ექსპორტს. პროფესიონალების გუნდი კლიენტებს 24 / 7 ზე ემსახურება. კომპანია SKYLOG საქართველოში ტვირთების ჩამოტანის პარალელურად ახორციელებს ტვირთების ტრანზიტს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ა.შ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. კომპანია SKYLOG არის პირველი კომპანია, რომელმაც მსოფლიო პანდემიის პერიოდში ჩარტერული რეისებით ტვირთები ჩამოიტანა საქართველოში. მსოფლიო „ლოქდაუნის“ პირობებში ურთულესი ბარიერების მიუხედავად კომპანიამ ლოგისტიკის კუთხით ურთულესი ამოცანების გადაჭრა და უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება უზრუნველყო.
კომპანია SKYLOG საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვებს ახორციელებს სხვადასხვა სიმძლავრის ბოინგის ტიპის სატვირთო თვითმფრინავებით და თანამშრომლობს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან.
კომპანია SKYLOG 2017 წლიდან იწყებს საქმიანობის გაფართოებას.
კომპანია ეწევა სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებს.
SKYLOG ახორციელებს მულტიმოდალურ გადაზიდვებს, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, როგორც საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით.